ავტორი:
01 April 2017
1
მიირთვით მეორე ფაზიდან. ეს არის 2 დღის ულუფა
ინგრედიენტები:
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2 ს/კ დაფქვილი შვრიის ქატო
  • 4 ს/კ რძის ფხვნილი
  • 1/2 შეკვრა ვანილი
  • 3 ს/კ დაბალცხიმიანი რძე
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • დამატკბობელი გემოვნებით

მომზადების წესი:
მომზადება ადვილია: შეურიეთ ერთმანეთს მოცემული ინგრედიენტები. დაასვენეთ მიღებული ცომი 10 წუთი. თუ დონატების ყალიბი გაქვთ, გამოიყენეთ, ან მოამზადეთ ჩვეულებრივ სილიკონის ფორმებში,რომელიც მოგეპოვებათ. თითოეულში ჩაასხით 1 კოვზი ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე,სანამ არ გამოცხვება. გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია