ავტორი:
29 March 2017
2
შეგიძლიათ მიირთვათ მეორე ფაზიდან ცილა-ბოსტნეულის დღეს
ინგრედიენტები:
  • 1 ც ჭარხალი
  • 3 ც სტაფილო
  • ნახევარი თავი კომბოსტო
  • 400 გრ კრემხაჭო
  • 100 გრ მაწონი
  • კამა,მწვანე ხახვი
  • მარილი,პილპილი

მომზადების წესი:
მოხარშეთ ჭარხალი. გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ცალკე გახეხეთ სტაფილო. კომბოსტო დაჭერით წვრილად და მოათავსეთ ცოტა ხნით მარილიან წყალში,შემდეგ გაწურეთ კარგად. ეს იმისთვის,რომ კომბოსტოს სიმწარე გაუვიდეს.
სოუსი: ერთმანეთს აურიეთ კრემხაჭო,მაწონი,კამა,მწვანე ხახვი,მარილი და პილპილი.
პირველი ფენა: გახეხილ სტაფილოს მოაყარეთ მარილი,აურიეთ სოუსის 1/3 და მოათავსეთ თეფშზე.
მეორე ფენა: გახეხილ კომბოსტოს მოაყარეთ ცოტა მარილი, აურიეთ სოუსის 1/3 და მოათავსეთ სტაფილოს ზემოდან.
მესამე ფენა: გახეხილ და გაწურულ ჭარხალს მოაყარეთ ცოტა მარილი,აურიეთ დარჩენილი სოუსი და მოათავსეთ მესამე ფენად.
სალათის მოსამზადებლად შეგიძიათ გამოიყენოთ ფორმა,რომელსაც გვერდები ეხსნება. შეგიძლიათ სალათს ფენებად დაუმატოთ მოხარშული კვერცხი, მოხარშული ხორცი ან თევზი.
გემრიელად მიირთვით! 

Loading...

რეგისტრაცია