ავტორი:
24 March 2017
2
 ინგრედიენტები:
ჩაი კარკადე 5 პაკეტი ან 5 ჩ/კ გამომშრალი ყვავილები
500 მლ წყალი
15 გრ ჟელატინი
დამატკბობელი გემოვნებით

მომზადების წესი:
მოამზადეთ კარკადეს ჩაი და გააგრილეთ.

 
გაგრილების შემდეგ დაუმატეთ ჟელატინი და დატოვეთ იმდენი ხანი,რამდენიც მითითებულია ინსტრუქციაში.

 დადგით დაბალ ცეცხლზე.ურიეთ განუწყვეტლივ ჟელატინის გახსნამდე. დაუმატეთ ხელოვნური დამატკბობელი.  
ჟელატინი რომ გაიხსნება,გადმოდგით ცეცხლიდან. უფრო მალე რომ გაგრილდეს, ჭურჭელი მოათავსეთ ცივი წყლით სავსე ჯამში. 
რომ გაგრილდება, მოურიეთ. ამოიღეთ ცალკე ჭურჭელში.
 მიირთვით დაუკანურ ბლინებთან ან ტკბილეულთან ერთად. 

Loading...

რეგისტრაცია