ავტორი:
24 March 2017
1
ეს არის 2 დღის ულუფა მეორე ფაზიდან.  

ინგრედიენტები:
  • 60 მლ ყავა(2 ჩ/კ ყავა გაიხენით 60მლ წყალში)
  • 3 ს/კ რძის ფხვნილი
  • 100 გრ კრემ-ხაჭო
  • 1 ს/კ კაკაო
  • შაქრის შემცვლელი გემოვნებით
  • 1 ს/კ ჟელატინი
  • ნახევარი შეკვრა ვანილი

მომზადების წესი:
მოამზადეთ ყავა და გააგრილეთ. ჩაყარეთ ჟელატინი და გააჩერეთ ჟელატინი იმდენი ხნით,როგორც ინსტრუქციაშია მითითებული. დროის გასვლის შემდეგ გაათბეთ ყავა და ურიეთ იქამდე,სანამ ჟელატინი გაიხსნება.
შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები(რძის ფხვნილი,კაკაო, შაქრის შემცვლელი და ვანილი). ყავას დაუმატეთ კრემ-ხაჭო და მშრალი ინგრედიენტების ნარევი. მშრალი ინგრედიენტები უმჯობესია დაამატოთ საცერით ნელ-ნელა. მიღებული მასა მოათავსეთ სილიკონის ფორმებში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. ამოიღეთ ფორმებიდან და გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია