ავტორი:
14 November 2017
3

 დაშვებულია მეორე ფაზიდან და არის 1 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 250 მლ რძე
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩ/კ კაკაო
  • ნახევარი შეკვრა ვანილი
  • 1/2 ჩ/კ ჟელატინი
  • 4-5 აბი დამატკბობელი

მომზადების წესი:
დადგით რძე ცეცხლზე, დაუმატეთ დამატკბობელი. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს აურიეთ სიმინდის სახამებელი, ჟელატინი და კაკაო. დაასხით რამდენიმე კოვზი შემთბარი რძე,ურიეთ კარგად,სანამ ინგრედიენტები კარგად შეერევა ერთმანეთს. ამის შემდეგ ეს მასა შეურიეთ ცეცხლზე დადგმულ ცხელ რძეს. რძე უცებ დაიწყებს გასქელებას.

რამდენიმე წამი სწრაფად ურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.  ბოლოს დაუმატეთ ვანილი და ჩაასხით ჭიქაში.
შედგით მაცივარში, სანამ კარგად გაცივდება.  ზემოდან ქერქი რომ არ გაიკეთოს, ცხელსვე დააფარეთ შესაფუთი ცელოფანი.
გემრიელად მიირთვით!

 

რეგისტრაცია