ავტორი:
12 March 2017
0
შეგიძლიათ მიირთვათ მეორე ფაზიდან. ეს არის ერთი დღის ულუფა
ინგრედიენტები:
  • 1 ც პატარა ზომის კვერცხი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 3 ს/კ კეფირი
  • ცოტა მარილი
  • შებოლილი ორაგული(ან ნებისმიერი თევზი თქვენი გემოვნებით)
  • 3 ს/კ უცხიმო კრემ-ხაჭო

მომზადების წესი:

მოამზადეთ ბლინი. ამისთვის გათქვიფეთ 1 კვერცხი სახამებელთან და მარილთან ერთად. დაუმატეთ კეფირი. უნდა გამოგივიდეთ თხელი არაჟნის მსგავსი მასა. კარგად გაახურეთ ტეფლონის ტაფა. შეგიძლიათ ქაღალდის ხელსახოცით რამდენიმე წვეთი ზეთიც წაუსვათ. კარგად გახურებულ ტაფაზე დაასხით ბლინის მასა და გადაანაწილეთ მთელს ტაფაზე. ზემოდან რომ გამოშრება,გადმოატრიალეთ და მეორე მხარესაც შეწვით. გადმოიღეთ და გააგრილეთ.
 გაგრილების შემდეგ წაუსვით კრემ-ხაჭო და მოათავსეთ შებოლილი თევზი.

გადაახვიეთ რულეტივით.
 დაჭერით და გემრიელად მიირთვით.

Loading...

რეგისტრაცია