ავტორი:
08 February 2017
1


შეგიძლიათ მიირთვათ მონაცვლეობის ფაზაში ბოსტნეულის დღეს.

ინგრედიენტები: 
  • 1 კგ საქონლის ხორცი
  • 2 ცალი ხახვი
  • 1/2 ჭიქა წითელი ღვინო
  • 2 ს/კ უშაქრო ტომატ პასტა
  • 2 ს/კ დაფქული წიწაკა
  • ცოტა ქინძი და ოხრახუში
  • მარილი
  • პილპილი
მომზადების წესი:
მოშუშეთ ხახვი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი საქონლის ხორცი. როცა ხორცი ალაგ-ალაგ შეწითლდება , ჩაამატეთ ღვინო და გადაიყვანეთ დაბალ ცეცხლზე; 3-4 წუთში უკვე ქვაბში ჩაამატეთ ტომატ-პასტა და მოურიეთ; ქვაბში ჩაუშვით კონად შეკრული მწვანილები; დატოვეთ მოსამზადებლად დაახლოებთ 15 წუთით; თუ საჭირო გახდა დაასხით ადუღებული წყალი და დატოვეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით კიდევ 40 წუთი;
როცა კარგად ჩაითუშება ბოსტნეული და ხორცი ურბილესი იქნება - გასინჯეთ გემოც და დაამატეთ მარილი, წიწაკა, პილპილი.
ქვაბიდან ამოიღეთ მწვანილების შეკვრა და  გადაადგეთ.
გემრიელად მიირთვით.

Loading...

ტეგები:
გულიაში
რეგისტრაცია