ავტორი:
08 March 2017
0
როგორ მოვიქცეთ წონის გაყინვის დროს?
ზოგჯერ ხდება რომ წონის კლება ჩერდება და წონა იყინება. ეს ნორმალურია. როდესაც დიეტას იწყებთ,წონის კლება ძალიან ადვილად მიდის,კმაყოფილები ვართ ჩვენი თავით,კილოგრამები გვაკლდება,მაგრამ ცოტა ხანში ჩვენი სხეული იწყებს წინააღმდეგობის გაწევას. ამას სტაგნაცია ეწოდება. სტაგნაცია შეიძლება გაგრძელდეს 1 დღიდან 2 კვირამდე,თუ გამოვრიცხავთ ენდოკრინულ პრობლემებს, წყლის შეკავებას ორგანიზმის მიერ,თუ გამოვრიცხავთ იმ პატარა შეცდომებს,რომლების დიეტის დროს შეიძლება გვქონდეს დაშვებული. თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ და წონა მაინც გაიყინა,მაშინ უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად:
1) 4 დღის განმავლობაში უნდა დავიცვათ მხოლოდ ცილოვანი დიეტა,ისევე როგორც შეტევის ფაზაში.
2) მივიღოთ 2 ლიტრი  წყალი,შევამციროთ მარილის რაოდენობა რაციონში და აუცილებლად ამ 4 დღის განმავლობაში იარეთ დღეში 1 საათი.
3) ასევე მნიშვნელოვანია ამ 4 დღის განმავლობაში მაქსიმალურად მალე დავწვეთ დასაძინებლად. თუ ამ ყველაფერს დაიცავთ,მაშინ სტაგნაციის პროცესს დაამარცხებთ.
წონის გაყინვა ხშირად არის დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებასთან. ამ დროს მეტაბოლიზმი დაქვეითებულია.ორგანიზმი ვერ წვავს საჭირო რაოდენობის კალორიებს. მიმართეთ ექიმს და გაიკეთეთ თირეოტროპული ჰორმონის ანალიზი. თუ აღმოჩნდება რომ TSH არ არის ნორმის ფარგლებში და დაბალია,ეს ნიშნავს რომ თქვენ ტყუილად დაიწყებთ დიეტას. ეს დიეტა არ იქნება წარმატებული და უბრალოდ დაკარგავთ მოტივაციას.

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რის მიხედვით ანაცვლოს ცილებისა და ცილებს+ბოსტნეულის დღეები? 
პიერ დუკანი ამბობს,რომ როცა დიეტას იწყებდა,მეორე ფაზაში თავიდან ჰქონდა 5 ცილების დღე და 5 ცილოვან-ბოსტნეულის. მაგრამ შემდეგ მიხვდა,რომ უფრო ადვილი დასაცავია 1/1 ანუ ერთი დღე ცილოვანი,ერთი დღე ცილოვანს + ბოსტნეული. თუ ადამიანს ძალიან დიდი წონა აქვს დასაკლები,მაგალითად 30-50 კილოგრამი,მაშინ შესაძლებელია გაკეთდეს 2 დღე მხოლოდ ცილოვანი, 1 დღე ცილა-ბოსტნეულის. თუმცა შედეგი დაახლოებით ერთნაირია. დუკანი ურჩევს თავის მომხმარებლებს,რომ 1/1 მონაცვლეობა დაიცვან.

რა აუცილებლობა აქვს შვრიის ქატოს მიღებას და რატომ შვრიის ქატო და არა ხორბლის?
ხორბლის ქატო არახსნადი ბოჭკოა,ხოლო შვრიის ქატო-ხსნადი. როდესაც ვიღებთ შვრიის ქატოს,ის იწოვს წყალს,როგორც ღრუბელი. მიღებულ ქატოს შეუძლია მასზე 20ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს,რაც იმას ნიშნავს,რომ კუჭი უფრო სავსეა,არ გრძნობთ შიმშილს,აქედან გამომდინარე უფრო მშვიდად ვართ და ნაკლებს ვჭამთ. შვრიის ქატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს- ის წებოვანია. რაც იმას ნიშნავს,რომ წვრილ ნაწლავში მოხვედრისას ის ეკრობა როგორც ცხიმს,ასევე ცილებს,ნახშირწყლებს,ეწებება ქოლესტერინს და ეს ყველაფერი გამოაქვს ორგანიზმიდან მარტივად, ძალისხმევის გარეშე. ამიტომ შვრიის ქატოს მიღება დუკანის დიეტის დროს ერთ-ერთი მტავარი ელემენტია.

რა ფორმით უწყობს ხელს წყალი წონის კლებას?
წყლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კუჭი 1 დან 2 ლიტრამდე ან 1 კილომდე მოცულობის საკვებს ან სითხეს იტევს. როცა ნახევარ ლიტრ წყალს მივიღებთ,ჩვენი კუჭი უკვე მეოთხედით შევსებულია,რაც იმას ნიშნავს,რომ შიმშილის გრძნობა გვიქრება. ასევე წყლის მიღება აუცილებელია საკვების მონელების პროცესისთვის. ცილოვანი დიეტა ზოგჯერ იწვევს შეკრულობას. ეს პრობლემა სწორედ წყლის მიღებამ უნდა მოაგვაროს. დაკლების პროცესი კუჭ-ნაწლავის განთავისუფლების გარეშე არ ხდება. თუ შეკრულობა გაწუხებთ,ეს ნიშნავს,რომ კლების პროცესი ჩერდება. ამიტომ 2 ილიტრი წყლის მიღება აუცილებელია. ყოველთვის გახსოვდეთ,სანამ შეკრულობის პრობლემა არ მოგვარდება,იქამდე წონას ვერ დაიკლებთ. თუ შეამცირებთ მარილის მოხმარებას,მაშინ წყალი აღარ გამოიწვევს სითხის შეკავებას ორგანიზმში და შესაბამისად აღარ მოხდება თითების,სახის ან კიდურების შეშუპება. წყლის გარეშე ამ დიეტის დაცვა შეიძლება სახიფათოც იყოს,რადგან ორგანიზმი შეიკავებს იმ ტოქსინებს,რისგანაც უნდა გაათავისუფლოს ჩვენი სხეული,რომ წონაში დავიკლოთ. წარმოიდგინეთ რომ თქვენი ჭურჭელი გარეცხეთ საპნით,მაგრამ მაგრამ არ გადაავლეთ წყალი.რეალურად ეს ჭურჭელი ისეთივე ჭუჭყიანი დარჩება,როგორიც მანამდე იყო.

არსებობს მოსაზრება,რომ ხელოვნური დამატკბობლები საზიანოა ჯანმრთელობისათვის. სწორია ეს შეხედულება თუ არა?

შაქრის შემცვლელები არაა სახიფათო ორგანიზმისთვის. დუკანი ამბობს რომ პირადად ის და მისი ოჯახის წევრები შაქრის შემცვლელებს მოიხმარენ. ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს შაქარი და არა შაქრის შემცვლელები. შაქრის შემცვლელები ევროპის არცერთ ქვეყანაში არაა აკრძალული და დუკანის აზრით ისინი სრულიად უსაფრთხოა.

ღორის ხორცი თუ არის დასაშვები?

ძროხის და ქათმის ხორცთან შედარებით,ღორის ხორცი ცხმიანია. სწორედ ამის გამო დუკანის დიეტაში ღორის ხორცი არაა დაშვებული. მაგრამ ღორის ხორცის გარკვეული ნაწილი,რომელიც შეიცავს ნაკლებ ცხიმს,მაგალითად ფეხები ან ფილე,შესაძლებელია მიიღოთ დიეტის დროს. თუ ქართველებს ღორის ხორცი ძალიან უყვართ,დიდხანს გააგრძელონ მომზადების პროცესი,რომ ხორცი მთლიანად გათავისუფლდეს ცხიმისგან.

ზოგიერთი ადამიანი ნელა იკლებს,ზოგი სწრაფად. რა არის ის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი,რაც უნდა დავიკლოთ პირველ ფაზაში?

დუკანის პირველი ეტაპი არის შეტევა. შეტევის დროს ადამიანს  72 სახეობის ცილოვანი საკვები მიიღოს:ხორცი,თევზი,ზღვის პროდუქტები და ა.შ. შეტევის ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე,თუ რამდენი აქვს ადამიანს დასაკლები.
თუ 5 ან ნაკლები ზედმეტი კგ გაქვთ დასაკლები- შეტევის 2 დღეს აკეთებთ
10 ზედმეტი კგ: შეტევის 4 დღე
15 ზედმეტი კგ: შეტევის 5 დღე
20 ზედმეტი კგ : შეტევის 6 დღე
25 ზედმეტი კგ ან მეტი: შეტევის 7 დღე. 7 დღე,ეს მაქსიმუმია.
ხშირად ადამიანები იცავებ 8,9,10 დღიან შეტევის ფაზას. ეს სრულიად უსარგებლოა. არ არის სახიფათო,მაგრამ უშედეგოა. ჩვეულებრივ 4 დღიანი შეტევის დროს ადამიანი 2,5 კილოგრამ იკლებს, 5 დღეში-3 კილოს, 6-7 დღეში 4 ,ხან 5 კილოგრამს. მონაცვლეობის ფაზაში კვირაში 1 ხან 2 კილოს იკლებთ. საშუალოდ 10 კილოს დასაკლებად 2 თვეა საჭირო. ზოგიერთი ადამიანი ბევრად მეტს იკლებს.

რამდენად დასაშვებია შვრიის ქატოს,სიმინდის სახამებლის და უცხიმო რძის ფხვნილისგან დამზადებული საკვების მიღება დუკანის დიეტაში,თანაც მაშინ, როდესაც ხშირად ხდება ასეთი საკვების მიღება?
უცხიმო რძის ფხვნილი და სიმინდის სახამებელი არის იმ პროდუქტების სიაში,რომელსაც დუკანი ასატან პროდუქტებს უწოდებს. დუკანის რეკომენდაციაა ნუ გადააჭარბებთ 2 პროდუქტს ასატანი პროდუქტების სიიდან. რაც მნიშვნელოვანია,ეს პროდუქტები აკრძალულია იმ დროს,როდესაც წონა გაყინულია ანუ სტაგნაციის პერიოდში არ მიიღოთ პროდუქტები ასატანი პროდუქტების სიიდან.

როდესაც ქალი ორსულადაა,ის იკვებება საკუთარი თავისთვის და მისი ნაყოფის მაგივრადაც. პირველი ტრიმესტრის ბოლოს ნაყოფის კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასის წვენი იწყებს ფუნქციონირებას. ეს ჯირკვალი ინსულინის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი. ამ პერიოდიდან მოყოლებული თუ დედა იღებს ძალიან ბევრ მარტივ ნახშირწყლებს,ანუ ტკბილეულს,თეთრ პურს და ცომეულს, ნაყოფის პანკრეასი იწყებს განვითარებას,ის ზომაშიც იზრდება და შემდგომში ამ ბავშვს აქვს სიმსუქნის,დიაბეტის და სხვადასხვა დაავადებების მომატებული რისკი.
დუკანის ურჩევს  ყველა იმ ქალს რომელიც ორსულადაა ან აპირებს დაფეხმძიმებას,გაივალისწინოს ეს რჩევა. თავდაპირველად მიიღონ ბოსტნეული,ხილი და ცილოვანი საკვები. ამით თქვენს მომავალ შვილს სიმსუქნისგან დაიცავთ.  

რეგისტრაცია