ავტორი:
07 March 2017
0
მიირთვით მეორე ფაზიდან. ეს არის 2 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 ც კვერცხი
  • 6-7 ს/კ დაბალცხიმიანი რძე
  • 2 აბი დამატკბობელი
  • მწიკვი მარილი
  • ნახევარი შეკვრა ვანილი

მომზადების წესი:

 ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და დამატკბობელთან ერთად(თუ დამატკბობელ აბებს იყენებთ,,წინასწარ დაფხვენით). დაუმატეთ სახამებელი,ვანილი.ბოლოს შეუერიეთ რძე. გამოიყენეთ ტეფლონის ტაფა, რომ არ მიიკრას. გააცხელეთ კარგად და ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით რამდენიმე წვეთი ზეთი. შეწვით ორივე მხრიდან. რეცეპტით გამოდის დაახლოებით 4-5 ცალი ბლინი.
 ცოტა კაკაო,დამატკბობელი და წყალი შეურიეთ ერთმანეთში და მოასხით ზემოდან ბლინებს. გემრიელად მიირთვით!
პ.ს. თუ ტკბილი არ გნებავთ, დამატკბობელი ჩაანაცვლეთ მარილით
 

Loading...

რეგისტრაცია