ავტორი:
07 March 2017
0
 
მიირთვით მეორე ფაზიდან ცილა-ბოსტნეულის დღეს
ინგრედიენტები:
  • ნახევარი კომბოსტო საშუალო ზომის
  • 1 ც ხახვი
  • 2 ც სტაფილო
  • 1 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 4 ც პომიდორი ან 1 ს/კ უშაქრო ტომატ-პასტა
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი+1 ც კვერცხის გული
  • ქინძი,ოხრახუში,კამა გემოვნებით
  • მარილი და პილპილი,თქვენთვის სასურველი სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:
წვრილად დაჭერით კომბოსტო,ბულგარული წიწაკა და სტაფილო. ხახვი დაჭერით წვრილად ან სახეხზე გახეხეთ. მოათავსეთ ქვაბში და დაასხით 3 ლ წყალი.
დაახურეთ თავსახური. როცა ბოსტნეულს ცოტაღა დააკლდება მოხარშვამდე,დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი ან ტომატ-პასტა,მარილი და პილპილი,სუნელები. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთი.  ცალკე შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული და სიმინდის სახამებელი.დაასხით 4 ს/კ ცივი წყალი და მიღებული ნარევი დაუმატეთ წვნიანს. ცეცხლზე დატოვეთ კიდევ 5 წუთი. გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილები. შეგიძლიათ ზემოდან დაბალცხიმიანი არაჟანი ან კრემ-ხაჭო დაუმატოთ. გემრიელად მიირთვით!
 

Loading...

რეგისტრაცია