ავტორი:
04 March 2017
0
შეგიძლიათ მიირთვათ მეორე ფაზიდან ცილა-ბოსტნეულის დღეს
 ინგრედიენტები:
500 გრ საქონლის ფარში(ან ნახევარი საქონლის,ნახევარი ქათმის ფარში)
2 ც ნიორი
რამდენიმე ღერი ოხრახუში
1 ც კვერცხი
2 ს/კ შვრიის ქატო
1 ს/კ ხორბლის ქატო
მარილი პილპილი
სოუსისთვის:
პომიდორი ან უშაქრო ტომატ პასტა
სუნელები,მარილი
დაბალცხიმიანი ყველი ან ხაჭო

მომზადების წესი:
პომიდორს გააცალეთ კანი, გაწურეთ, დაჭერით წვრილად და მოთუშეთ. ან გამოიყენეთ ტომატპასტა. აურიეთ ნიორი, სუნელები და მარილი თქვენი გემოვნებით.

აურიეთ ერთმანეთს ფარში,კვერცხი,ნიორი ან ხახვი,ოხრახუში,შვრიის და ხორბლის ქატო,მარილი და პილპილი.
 
საცხობ ქაღალდზე მოათავსეთ ფარში და გააბრტყელეთ დაახლოებით 29 სმ სიგანეზე და 1 სმ სიმაღლეზე. ზემოდან წაუსვით პომიდვრის სოუსი და მოათავსეთ დაბალცხიმიანი ყველი ან ხაჭო,რომელსაც წინასწარ მარილს აურევთ.
 
გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი. დაჭერით და გემრიელად მიითვით!
 

რეგისტრაცია