ავტორი:
01 March 2017
0
ეს არის 2 დღის ულუფა ცილა-ბოსტნეულის დღისთვის.
 ინგრედიენტები:
  • 2 ც საშუალო ზომის ყაბაყი
  • 1 ჭიქა უცხიმო ყველი ან ხაჭო
  • 4 ც კვერცხი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 3 ც პომიდორი
  • 1 ც ნიორი
  • მარილი,პილპილი,მწვანილები გემოვნებით

მომზადების წესი:
ტაფას მოუსვით რამდენიმე წვეთი ზეთი და მოთუშეთ თხლად დაჭრილი ყაბაყი დაახლოებით 3 წუთი. უნდა დარჩეს მწვანე ფერის,მაგრამ უნდა დარბილდეს.
დაუმატეთ მარილი და პილპილი.

ათქვიფეთ კვერცხი, ყველი ან ხაჭო და სიმინდის სახამებელი ერთად(შეგიძლიათ სახამებელთან ერთად დღიური შვრიის ქატოს ნორმაც დაამატოთ).
დაუმატეთ მწვანილები და ცოტა მარილი.

 კვერცხს დაუმატეთ მოთუშული ყაბაყი.

ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ მასა და ზემოდან მოაყარეთ ისევ ხაჭო ან ყველი.

 მოთუშეთ პომიდორი ისევე, როგორც ყაბაყი. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
 კვერცხის მასის ზემოდან მოათავსეთ პომიდორები.მოაყარეთ ცოტა მწვანილი.

 გამოაცხეთ 190 გრადუსზე 35-40 წუთით.

 გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია