ავტორი:
27 February 2017
1
  ჰიბისკუსის ჩაი მზადდება ჰიბისკუსის ყვავილებისგან. ჩაის აქვს ხანგრძლივი ისტორია,რომელიც მომდინარეობს ძველი ეგვიპტიდან. ახლა მას მთელს მსოფლიოში მოიხმარენ და ყველგან სხვადასხვა სახელს ეძახიან. მაგალითად დასავლეთ აფრიკაში ეძახიან "ბისაფს", მექსიკაში "იამაიკის ყვავილს", ეგვიპტეში "კარკადეს" და სხვა. ასევე ცნობილია,როგორც ფარაონის ჩაი,იმპერატორის ჩაი... ეგვიპტეში და სუდანში სამკურნალოდ იყენებენ მის მურაბებს და ჯემებს.
 ჰიბისკუსის ჩაი არის მუქი წითელი ფერის და აქვს მომჟავო გემო.
სასარგებლო თვისებები:
1.კვლევებმა აჩვენა,რომ ჰიბისკუსის ჩაი დადებითად მოქმედებს სისხლის წნევაზე. ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, არეგულირებს მათ განვლადობას და აწესრიგებს წნევას. გაითვალისწინეთ: ცხელი კარკადეს ჩაი წნევას მაღლა სწევს, ხოლო ცივი - დაბლა. 
2.აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. ეხმარება ცუდი ქოლესტერინის მოშორებას ორგანიზმიდან,რაც ორგანიზმს იცავს გულის დაავადებებისგან. სისხლში დაბლა სწევს შაქრის დონეს,რაც ძალიან სასარგებლლა დიაბეტით დაავადებულთათვის.
3. კვლევებმა აჩვენა,რომ ჰიბისკუსის ჩაი ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო ორგანიზმს ეხმარება ღვიძლის დაავადებების დროს.
4.შეიცავს მჟავას,რომელსაც აქვს ანტი სიმსივნური მოქმედება.
5.მდიდარია ასკორბინის მჟავით ანუ C ვიტამინით. იგი აძლიერებს იმუნიტეტს. ჰიბისკუსის ჩაი ასევე ცნობილია ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. ის გიცავთ გრიპის და გაციებისგან.
6.ამცირებს მენსტრუალურ ტკივილებს. აღადგენს ჰორმონულ ბალანსს.
7.შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს,როგორიცაა ფლავანოიდები,რომელსაც ახასიათებს ანტიდეპრესანტული მოქმედება.  ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამშვიდებს გონებას და სხეულს.
8. ბევრი ადამიანი ჰიბისკუსის ჩაის სვამს კუჭ-ნაწლავის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად. აქვს შარდმდენი თვისებები,გამოდევნის ზედმეტ სითხეს და ტოქსინებს ორგანიზმიდან. გამოიყენება ყაბზობის დროს.
9.ჰიბისკუსის ჩაის სპორტსმენები იყენებენ წყურვილის მოსაკლავად.ამისთვის მოიხმარენ ცივად.
10.სასარგებლოა წონის დასაკლებად. თუ მოიხმართ ნახშირწყლების შემცველ საკვებს,ეს იმას ნიშნავს რომ ისინი შეიცავენ შაქარს და სახამებელს,რაც ხელს შეუწყობს თქვენი სხეულის მასის მომატებას. კვლევებმა აჩვენა,რომ ჰიბისკუსის ჩაი ხელს უშლის გლუკოზის და სახამებლის შეწოვას ორგანიზმში,რაც ეხმარება ორგანიზმს წონის შემცირებაში.

უკუჩვენებები:
ჰიბისკუსის ჩაი უკუნაჩვენებია მათთვის,ვისაც აწუხებს ძალიან დაბალი წნევა. ასეთ შემთხვევაში გამოიწვევს სისუსტეს,თავბრუსხვევას და შეიძება დააზიანოს გული ან ტვინი.
არაა რეკომენდირებული ორსულობის დროს. თუ იღებთ ჩასახვის საჭინააღმდეგო აბებს,კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან.
შეიძლება ზოგიერთ ადამიანში გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

მომზადების წესი:
ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი,ასევე ცივი სახით. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 4-5 ცალი ყვავილის ფურცელი. შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინიც.
თუ გნებავთ დაუმატეთ დამატკბობელი, გააცივეთ და მიირთვით,როგორც გამაგრილებელი სასმელი. 

რეგისტრაცია