ავტორი:
09 February 2018
1
 
მიირთვით მეორე ფაზიდან. არის 2 დღის ულუფა
 ინგრედიენტები:
  • 200 მლ დაბალცხიმიანი კეფირი ან იოგურტი (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
  • 300 მლ დაბალცხიმიანი რძე (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
  • 15 გრ ჟელატინი
  • 2 ჩ/კ დაბალცხიმიანი კაკაო (მაქსიმუმ 11% ცხიმიანობის)
  • 5 აბი დამატკბობელი 
  • მწიკვი მარილი
  • ნახევარი შეკვრა უშაქრო ვანილი

მომზადების წესი:
რძეში ჩაალბეთ ჟელატინი რამდენიმე წუთი.
 
დადგით დაბალ ცეცხლზე,სანამ ჟელატინი კარგად გაიხსნება. დაუმატეთ დამატკბობელი და მწიკვი მარილი.
 
ჯამში ჩაასხით კეფირი ან იოგურტი. დაუმატეთ კაკაო.
 
დაუმატეთ რძის და ჟელატინის მასა,ასევე ვანილი . ურიეთ კარგად.
 
ჯამი ჩადგით ჭურჭელში,რომელიც ცივი წყლითაა სავსე. წყალი რამდენჯერმე გამოცვალეთ,რომ ეს მასა კარგად გაცივდეს.
 
როცა შესქელებას დაიწყებს,მოიმარჯვეთ მიქსერი. 
3-5 წუთის თქვეფის შემდეგ საბოლოდ ასეთ სახეს მიიღებს.
 მოათავსეთ მუსი სილიკონის ფორმაში. გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ყალიბი. 
ზემოდან სამზარეულოს ცელოფანი გადააკარით. შედგით მაცივარში  2-3 საათით.
 მაცივრიდან გამოღების შემდეგ იქნება ასეთი. 
გემრიელად მიირთვით! 

რეგისტრაცია