ავტორი:
25 February 2017
7
 
მიირთვით პირველივე ფაზიდანვე. არის 1 დღის ულუფა 
ინგრედიენტები:
  • შვრიის ქატო ფაზების მიხედვით( I ფაზაში- 1,5 ს/კ, IIფაზაში- 2 ს/კ, III ფაზაში- 2,5 ს/კ)
  • 1 ს/კ ხორბლის ქატო(სავალდებულო არაა)
  • 1 ც კვერცხი პატარა ზომის
  • 1 ს/კ უცხიმო კრემ-ხაჭო ან მაწონი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მარილი

მომზადების წესი:
 შვრიის ქატო შეგიძლიათ დაფქვათ(მე არ დამიფქვავს). შეურიეთ ხორბლის ქატო, 1 ცალი კვერცხი, გამაფხვიერებელი, ხაჭო და მარილი. აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს.
 5 წუთი დატოვეთ ცომი, რომ ცოტა ამოფუვდეს. შემდეგ დაასხით საცხობ ტაფაზე ან საცხობ ფორმებში და გამოაცხეთ 160 გრადუსზე. თუ ქვემოთ გამოცხვა და ზემოდან მშრალია, ზემოდან ჩაურთეთ გრილი და დაბრაწეთ.  შეგიძლიათ გამოაცხოთ მიკროტალღურ ღუმელშიც.
ძალიან გემრიელია!

რეგისტრაცია