ავტორი:
25 February 2017
0
მიირთვით მეორე ფაზიდან. ეს არის დაახლოებით 3 დღის ულუფა

 ინგრედიენტები ცომისთვის:
  • 1 შეკვრა ხაჭო 2%იანი
  • 1 ც კვერცხი
  • 8-9 ცალი დამატკბობელი
  • 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ მაწონი ან რძე
  • ნახევარი შეკვრა ვანილი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი

მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, კვერცხი, დამატკბობელი(თუ დამატკბობელ აბებს იყენებთ,დაფხვენით), რძე ან მაწონი, გამაფხვიერებელი, ვანილი და ბოლოს სიმინდის სახამებელი დაუმატეთ. ცომი უნდა გამოვიდეს თხელი არაჟნის სისქის.
კოვზით ტაფაზე დაასხით ცომი. მიეცით მრგვალი ფორმები. რეცეპტით გამომივიდა 6 ცალი.
გამოაცხეთ ღუმელში 160 გრადუსზე . როცა გვერდები მოებრაწება და ზემოდან გამოშრება,მზადაა. ქვემოთ ცოტა ნოტიო რჩება,მაგრამ ეგ არაფერია. გამოდის ბლინივით თხელი.
მოამზადეთ კრემი: ამისთვის ერთმანეთს აურიეთ 200 მლ რძე, 3-4 აბი დამატკბობელი, 1,5 ს/კ სიმინდის სახამებელი,ვანილი. თუ კაკაოს კრემს აკეთებთ,დაუმატეთ 2 ჩ/კ კაკაო. როცა წამოდუღდება,შესქელდება და გადმოდგით ცეცხლიდან. დააცადეთ შეგრილება.
როცა გაგრილდება,წაუსვით გამომცხვარ ბლინებს და გადაახვიეთ.
მართალია უშნოები გამოვიდა,მაგრამ სამაგიეროდ ძალიან გემრიელებია.

რეგისტრაცია