ავტორი:
22 February 2017
0
  ინგრედიენტები:
  • 3 ც კვერცხი
  • 100 გრ შებოლილი ორაგული
  • 2 ს/კ მწვანე ხახვის ფოჩები
  • 1 ს/კ დაფქული შვრიის ქატო
  • 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ კურკუმა
  • პილპილი

მომზადების წესი:
კვერცხის ცილები ათქვიფეთ გათეთრებამდე,შემდეგ დაუმატეთ გულები, ჩოფერში წვრილად დაქუცმაცებული ორაგული, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის ფოჩები, გამაფხვიერებელი, შვრიის ქატო და პილპილი. აურიეთ კარგად. რამდენიმე წვეთი ზეთი წაუსვით ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან. შეგიძლიათ სპეციალური სილიკონის ფორმებიც გამოიყენოთ.
 მიირთვით დაბალცხიმიან იოგურტთან,არაჟანთან, ძაძიკის სოუსთან,  ​ტარტარის სოუსთან ან კრემ-ხაჭოსთან ერთად.

რეგისტრაცია