ავტორი:
22 February 2017
3
დაშვებულია პირველივე ფაზიდან

ინგრედიენტები:
  • 2 ც ქათმის ფილე
  • 1 ც ლიმონის წვენი
  • უშაქრო მდოგვი ან მდოგვის ფხვნილი
  • 1 ც ხახვი
  • 2 ც ნიორი
  • 1.5 ჩ/კ ტომატ პასტა(თუ მეორე ფაზაში ხართ)
  • პაპრიკა,სვანური მარილი,პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
უპორველესად მოვამზადოთ მარინადი. ამისთვის აურიეთ ერთმანეთს ლიმონის წვენი, პაპრიკა, სვანური მარილი, პილპილი,მდოგვი და მარილი , თუ მეორე ფაზაში ხართ დაუმატეთ ტომატ პასტა. ჩაყარეთ მსხვილ რგოლებად დაჭრილი ხახვი და 2 ცალი შუაზე გაჭრილი ნიორი.
ქათმის ფილე დაჭერით დაახლოებით 5-6 სმ კუბებად, ჩააწყვეთ მარინადში. დატოვეთ 30 წუთი.
დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ ჯამიდან ხახვი და ნიორი. ქათამი თავის წვენთან ერთად მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში,თავზე დააფარეთ ფოლგა(ალუმინის ქაღალდი) და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე. როცა ქათამი დარბილდება(დაახლოებით 30-40 წუთია საჭირო,ეს ღუმელზეა დამოკიდებული), ჭურჭელს მოხსენით ფოლგა. თუ ღუმელს გრილი აქვს,ჩაურთეთ. დააცადეთ მანამ, სანამ წვენს მთლიანად დაიშრობს და ზემოდან დაიბრაწება.
 ცილოვან დღეებში რამდენიმე ღერი მწვანილი და ცოტა ხახვი შეგიძლიათ დაუმატოთ, ცილა ბოსტნეულის დღეებში რამდენიც გნებავთ.
გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია