ავტორი:
20 February 2017
1
 
 
დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 3 დღის ულუფა


ინგრედიენტები:
  • 3 ც კვერცხი
  • 5 ს/კ  ან 5 აბი ხელოვნური დამატკბობელი
  • 3 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2 ს/კ შვრიის ქატო(დაფქული)
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ/კ კაკაო
  • 1 ჩ/კ რძე
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხის ცილები მწიკვ მარილთან და დამატკბობელთან ერთად იქამდე,სანამ კვერცხის ცილა არ გათეთრდება. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხის გულები,შემდეგ გამაფხვიერეებლის,შვრიის ქატოს და სახამებლის ნარევი. 4-5 სუფრის კოვზი ცომი ამოიღეთ ცალკე,რომელსაც უნდა  შეურიოთ კაკაო და 1 ჩ/კ რძე. თეთრი ფერის დარჩენილ ცომს დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა.
საცხობ ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. ჩაასხით ჯერ თეთრი ცომი,შემდეგ კი ყავისფერი,რომელსაც ჩანგლით გადაანაწილებთ ზემოდან.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 35 წუთი.
გემრიელი კექსი მზადაა!




რეგისტრაცია