ავტორი:
20 February 2017
0
ინგრედიენტები:
  • 5 ც კვერცხი
  • შაქრის შემცვლელი გემოვნებით
  • 3 ს/კ დაფქული შვრიის ქატო
  • 1.5 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 4.5 ს/კ რძის ფხვნილი
  • 4 ს/კ წყალი
  • 2 ჩ/კ გააფხვიერებელი
  • მარილი 1/4 ჩ/კ
  • ვანილი

მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსზე. შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები(დამატკბობელის და მარილის გარდა)-დაფქული შვრიის ქატო,სიმინდის სახამებელი,რძის ფხვნილი,გამაფხვიერებელი და ვანილი.
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა დაუმატეთ შაქრის შემცვლელი,მარილი და ათქვიფეთ,სანამ თეთრ, ფაფუკ მასას არ მიიღებთ. შეამცირეთ მიქსერის სიჩქარე და დაუმატეთ კვერცხის გულები სათითაოდ. ჩაასხით წყალი,აურიეთ მსუბუქად. თანდათან დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტების ნარევი და აურიეთ დაბალ სიჩქარეზე.  ცომი არ უნდა იყოს სქელი. ჩაასხით 20-26 სმ დიამეტრის მქონე სილიკონის ნამცხვრის ფორმაში ან თუ ლითონის ყალიბში აცხობთ,ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი.

 გამოაცხეთ დაახლოებით 30 წუთი. თუ ზემოდან ძალიან დაიბრაწა,გადააფარეთ ფოლგის ქაღალდი.

გამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ

ბისკვიტი მზადაა. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ დაფხვნილი დამატკბობელი + ვანილი ან წაუსვით თქვენთვის სასურველი დუკანური კრემი.
გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია