ავტორი:
08 February 2017
60
 
7 დღიანი დიეტის დროს იკლებთ 1,5 კგ-დან 4 კგ-მდე. რაც მთავარია არ შიმშილობთ. არ არის შეზღუდული დღის განმავლობაში საკვების რაოდენობა და მიღების დრო – შეგიძლიათ ჭამოთ რამდენიც მოგინდებათ და როცა მოგინდებათ, ოღონდ, ცხადია, იმ დღის პროდუქტი. დიეტა თანაბრად ეფექტურია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.

დიეტის დაცვისას აუცილებელია:

- დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის დალევა
- შვრიის ქატოს მიღება – დღეში 1.5 ს/კ (შეიძლება მიიღოთ როგორც ფაფის სახით, ასევე პურად გამომცხვარი)

ქატოს ფაფის მომზადება: ქატოს დაასხით ადუღებული წყალი,ისე რომ დაიფაროს. მიირთვით 10-15  წუთის შემდეგ. ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან, მაწონთან, იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით, შეგიძლიათ აურიოთ ხელოვნური დამატკბობელი ან მარილი.
პურის რეცეპტი იხილეთ აქ: დუკანური პური 

ყავა და ჩაი  შეგიძლიათ დალიოთ უშაქროდ ან ხელოვნური დამატკბობელით.

დღე პირველი:
მიირთვით თევზი; ქათმის, ძროხის, ინდაურის უცხიმო ხორცი, რამდენიც გნებავთ. კვერცხი (მაქსიმუმ 2ც). 2%მდე ცხიმიანობის რძის პროდუქტები: რძე, მაწონი, ხაჭო, კეფირი, კრემხაჭო;
იარეთ მინიმუმ 10 წუთი ფეხით.

დღე მეორე:
პირველ დღეს ნებადართული პროდუქტებს ემატება ბოსტნეული (არტიშოკი, სატაცური, ჭარხალი, ბროკოლი, ყველა სახეობის კომბოსტო (ყვავილოვანი,წითელი,ბრიუსელის), სტაფილო, ნიახური, კიტრი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, ცერეცო, პალმის გული, სოკო, ხახვი, წიწაკა, გოგრა, ყველა სახის მწვანე სალათი, პომიდორი, ისპანახი, ვარდკაჭაჭა, რომაული სალათი, თალგამი, მჟაუნა, პრასი, ბოლოკი.)
იარეთ ფეხით მინიმუმ 12 წუთი.

დღე მესამე:

პირველ და მეორე დღეს ნებადართულ პროდუქტებს ემატება 1 მცირე პორცია ხილი(დაახლოებით 200გრ). 

აკრძალულია ბანანი, ყურძენი, ლეღვი, ბალი და კარალიოკი.

იარეთ ფეხით მინიმუმ 14 წუთი.

დღე მეოთხე:

პირველ სამ დღეს ნებადართულ პროდუქტებს ემატება

მსხვილად დაფქვილი ხორბლისგან გამომცხვარი პური (ცეხვილი). მხოლოდ ორი ნაჭერი დღეში.
იარეთ მინიმუმ 16 წუთი ფეხით.

დღე მეხუთე:

პირველ ოთხ დღეს ნებადართულ პროდუქტებს ემატება 40 გრამი ყველი.

იარეთ ფეხით მინიმუმ 18 წუთი.

დღე მეექვსე:

ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება სახამებლის შემცველი პროდუქტები - 200 გრამი, როგორიცაა მაგალითად მაკარონი, ბარდა, ბრინჯი, კარტოფილი, ლობიო, სიმინდი, წიწიბურა და სხვა.

იარეთ ფეხით მინიმუმ 20 წუთი.

დღე მეშვიდე:

ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება სადღესასწაულო სადილი: წვნიანი, მთავარი კერძი, დესერტი- საშუალო ულუფები. 

ასევე ერთი ჭიქა წითელი ღვინო. 

იარეთ ფეხით მინიმუმ 20 წუთი.

მეშვიდე დღის შემდეგ შეგიძლიათ კვლავ გაიმეოროთ თავიდან სასურველი წონის მიღწევამდე, ან თუ სასურველ წონას მიაღწიეთ, წონის შენარჩუნებისთვის გადადით ცილოვანი დიეტის მესამე საფეხურზე.   იხილეთ : პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა

რეგისტრაცია