ავტორი:
19 February 2017
0

დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 1 დღის ულუფა

 ინგრედიენტები:
  • 1 ლიმონის წვენი და ცედრა
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2 ც კვერცხის გული
  • 150 მლ დაბალცხიმიანი რძე
  • 4 აბი დამატკბობელი
  • 60-80 გრ კრემ-ხაჭო
  • ვანილი
მომზადების წესი:
გახეხეთ ლიმონის კანი და შემდეგ გამოწურეთ ლიმონს წვენი. ჯამში შეურიეთ ლიმონის წვენი,სახამებელი,50 მლ რძე და დამატკბობელი.
ცალკე ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გულები და 100 მლ რძე ერთმანეთს,დადგით ნელ ცეცხლზე. თან ურიეთ სანამ ადუღდება. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენის და სახამებლის ნარევი. გააგრძელეთ მორევა,სანამ გასქელდება(დაახლოებით 2-3 წუთი). ბოლოს დაუმატეთ ლიმონის ცედრა. შედგით მაცივარში და გააგრილეთ. მაცივრიდან გამოღების შემდეგ დაუმატეთ კრემ-ხაჭო და ამოურიეთ.
გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია