ავტორი:
14 February 2018
2
I რეცეპტი 


დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 1 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 180-200 გრ ხაჭო (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 3 ს/კ რძის ფხვნილი (მაქსიმუმ 1.5% ცხიმიანობის)
  • 1 კვერცხი+1 კვერცხის გული
  • 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • შაქრის შემცვლელი და ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ხაჭოს დაუმატეთ სიმინდის სახამებელი, რძის ფხვნილი, შაქრის შემცვლელი, ვანილი, გამაფხვიერებელი, 1 მთლიანი კვერცხი + 1 კვერცხის გული. ეს ყველაფერი ათქვიფეთ კარგად, ჩაასხით საცხობ ფორმებში და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
 გაითვალისწინეთ, რომ გული რჩება ოდნავ სველი.  გემრიელად მიირთვით!





II რეცეპტი 


დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 1 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 180-200 გრ ხაჭო (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2-3 ს/კ რძის ფხვნილი (მაქსიმუმ 1.5% ცხიმიანობის)
  • ვანილი და შაქრის შემცვლელი გემოვნებით

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთს. შეწვით ისე, როგორც ბლინებს წვავთ ხოლმე, კარგად გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია