ავტორი:
08 February 2018
5

დაშვებულია პირველივე ფაზიდან. არის მინიმუმ 1 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 2 ც კვერცხის ცილა
  • 250 მლ რძე
  • 25 გრ ჟელატინი
  • ვანილი, შაქრის შემცვლელი გემოვნებით
  • ფერისთვის:  საკვები საღებავი ან კარკადეს ჩაი
  • შეგიძლიათ დაუმატოთ არომატიზატორი

მომზადების წესი:
1. კვერცხის ცილა ათქვიფეთ კარგად გათეთრებამდე.
2. ფერის მისაცემად 2 ს/კ კარკადეს ყვავილებს დაასხით 50 მლ ადურებული წყალი
3. 250 მლ რძეში ჩაყარეთ ჟელატინის ფხვნილი და დაელოდეთ 10 წუთი.
4. უკვე შეგრილებული კარკადეს ჩაი დაასხით რძის და ჟელატინის ნარევს. დაუმატეთ შაქრის შემცვლელიც. აურიეთ კარგად და დადგით ნელ ცეცხლზე დაახლოებით 3 წუთი. გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ.

 გადმოდგით გაზიდან და 5 წუთი აცადეთ შეგრილება. გაგრილების შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით და დაუმატეთ ვანილი. ნელ-ნელა შეათქვიფეთ წინასწარ ათქვეფილი კვერცხის ცილა.
 ფერის მისაცემად კარკადეს ჩაის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვები საღებავი. კარგი იქნება თუ რამდენიმე წვეთ  არომატიზატორსაც დაუმატებთ (მაგალითად მარწყვის, ბანანის, ვანილის). მიღებული მასა მოათავსეთ სილიკონის ფორმებში და შედგით მაცივარში 1-2 საათით.


ამოიღეთ ფორმებიდან და გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია