ავტორი:
19 February 2017
0
მიირთვით მეორე ფაზიდან ცილა-ბოსტნეულის დღეს. მეორე ფაზაში ეს არის 3 დღის ულუფა. 

    ინგრედიენტები:

ხრაშუნა ცომისთვის:
  • 6 ს/კ შვრიის ქატო
  • 4 ს/კ ხორბლის ქატო
  • 5 ც. კვერცხი
  • 3 ს/კ დაბალცხიმიანი რძე
  • 2 ს/კ დაბალცხიმიანი ყველი ან ხაჭო
  • 1/3 ჩ/კ მარილი
შიგთავსი:
  • 250 გრ დაბალცხიმიანი ყველი ან ხაჭო,რომელსაც წინასწარ აურევთ მარილს.
  • 200-300 გრ ისპანახი
  • 1 ს/კ ზეთი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 4-5 ც პომიდორი ჩერი
  • 2 ც კვერცხი
  • 1/2 ჩ/კ პაპრიკა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

დაგჭირდებათ 20 სმ დიამეტრის მქონე ყალიბი.
შეურიეთ ცომის ინგრედიენტები ერთმანეთს. მოათავსეთ ყალიბზე და კარგად გადაანაწილეთ ხელით ან კოვზის დაზმარებით.  გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი. დატოვეთ გასაგრილებლად.
 

 
ტაფაზე დაასხით 1 ს/კ ზეთი და მოთუშეთ ისპანახი ნიორთან ერთად. დაუმატეთ პაპრიკა.
 
 
შეურიეთ ერთმანეთს ყველი(ან ხაჭო) , 2 ცალი კვერცხი,მარილი,პილპილი და ისპანახი. ეს მასა დაასხით გამომცხვარ ცომს. ზემოდან მოათავსეთ პომიდორი ჩერი.
  
შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 25 წუთი. გამოიღეთ და დაჭერით. გემრიელად მიირთვით.
 
 

რეგისტრაცია