ავტორი:
31 January 2018
1


პირველ ფაზაში არის 4 დღის ულუფა, მეორე ფაზაში 3 დღის ულუფა
 შეგი
 ინგრედიენტები:
  • 6 ს/კ შვრიის ქატო
  • 1 კვერცხი
  • შაქრის შემცვლელი და ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:
შვრიის ქატოს დაუმატეთ კვერცხი, შაქრის შემცვლელი და ვანილი. შეგიძლიათ დაუმატოთ 3 ს/კ ხორბლის ქატოც. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ კარგად.


მიღებული მასა გადაანაწილეთ კარგად გაცხელებულ საცხობ ტაფაზე ისე,როგორც სურათზეა ნაჩვენები.
5 წუთის შემდეგ მიუსლი ამოაბრუნეთ (შეგიძლიათ ამ დროს სელის თესლი დაუმატოთ) .შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 5-10 წუთით. კარგად უნდა დაიბრაწოს ყველა მხრიდან. ფრთხილად იყავით, არ დაგეწვათ.  


უკვე დაბრაწული მიუსლი ასე გამოიყურება. თუ გინდათ ხრაშუნა დარჩეს, შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში.


მიირთვით ცივ რძესთან ერთად.

რეგისტრაცია