ავტორი:
29 January 2018
0

დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 2 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 4 ს/კ შვრიის ქატო
  • 2 ს/კ ხორბლის ქატო
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 6 ს/კ რძე (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
  • 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • ვანილი, შაქრის შემცვლელი გემოვნებით
  • ფორთოხლის ცედრა(კანი)
მომზადების წესი:
1. ერთმანეთს აურიეთ შვრიის ქატო, ხორბლის ქატო, სიმინდის სახამებელი, რძე, გამაფხვიერებელი, ვანილი და შაქრის შემცვლელი.
2. ფორთოხლის კანი გახეხეთ. დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 2-3 წუთი,რომ სიმწარე გაუვიდეს. შემდეგ გადაღვარეთ წყალი.
3. ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.


 მიღებული მასა ჩაასხით საცხობ ფორმებში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი. როცა მზად იქნება, ამოიღეთ ფორმებიდან და გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია