ავტორი:
28 January 2018
6
  
ომეგა 3 არის ნახევრად არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი, რომლებიც ორგანიზმში არ წარმოიქმნება და ადამიანმა იგი საკვების ან საკვები დანამატის სახით უნდა მიიღოს. იგი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

ომეგა 3-ის სასარგებლო თვისებები:

ამცირებს თმის ცვენას და აჯანსაღებს თმას. (ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და შედეგით ნამდვილად გაოცებული დავრჩი. თვეების განმავლობაში სასწაულად მცვიოდა თმა და ომეგა3-ის კაფსულების გამოყენების შემდეგ რამდენიმე დღეში თმის ცვენა შეწყდა!) 

ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი მასის შემცირებას. გამოიყენება როგორც გასახდომად, ისე მასის გასაზრდელად.


აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.


აუმჯობესებს ძილის ხარისხს.


აახალგაზრდავებს კანს და აფერხებს დაბერების პროცესს.


არეგულირებს არტერიულ წნევას.


ამაღლებს შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას და სწავლის უნარიანობას.


ამცირებს გულის დაავადებების და სიმსივნის განვითარების რისკს.


საუკეთესო დამხმარეა სტრესის და დეპრესიის დროს.


ხელს უწყობს ძვლების და სახსრების ჯანმრთელობას.



 ომეგა 3 სრულფასოვნად გვხვდება ცხიმიან თევზში და თევზის ქონში(მაგალითად ორაგული, სკუმბრია, სარდინი, კალმახი,თინუსი,ქაშაყი,ვირთევზა). 
 არასრულად  შეიცავს სელის და ჩიას თესლი, ნიგოზი, ქეშიუ, თხილი, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო. 
ომეგა 3 ასევე შეგიძლიათ მიიღოთ მედიკამენტების სახითაც, განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც თევზს ძალიან იშვიათად მიირთმევს.  მედიკამენტის მიღების წინ გაეცანით დოზირებას. 

ტეგები:
ომეგა 3
რეგისტრაცია