ავტორი:
17 February 2017
2
 
გამოიყენეთ მეორე ფაზაში ცილა-ბოსტნეულის დღეს.
  
   ინგრედიენტები:
  • 2-3 ც ხახვი
  • 3-5 ც სტაფილო
  • 3-5 ც ნიახურის ღერო
  • 1 თავი ნიორი
  • 1 ც პრასი
  • 200 გრ სოკო
  • 1 კონა ოხრახუში
  • 10 ღერი ქონდარი
  • 1 ს/კ პილპილის მარცვლები
  • 2 ც დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
კარგად გარეცხეთ ბოსტნეული. თითოეული ხახვი გაჭერით 4 ნაწილად ქერქთან ერთად. დაჭერით ნიახური და სტაფილო მსხვილ ნაჭრებად,
მთლიანი ნიორი გაჭერით შუაზე. ეს ყველაფერი მოათავსეთ ქვაბში. ქვაბი უნდა იყოს დიდი ზომის ,დაახლოებით 10-15 ლ მოცულობის.

ზემოდან მოათავსეთ დაჭრილი პრასი.

დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები: სოკო,ოხრახუში,ქონდარი,დაფნის ფოთლები და პილპილის მარცვლები.  შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით სხვა ბოსტნეულიც დაუმატოთ,მაგალითად კომბოსტო,ბულგარული წიწაკა,ყაბაყი...

აავსეთ ქვაბი თითქმის ბოლომდე წყლით. დაახურეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე.
როცა ადუღდება,დაუწიეთ ცეცხლს და დატოვეთ კიდევ საათ ნახევარი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
დროა ბულიონი გაწუროთ.ამისთვის გამოიყენეთ საწური,რომელზეც სამზარეულოს ხელსახოცს დააფენთ.
ჩაასხით ქილებში და შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი კერძის მომზადების დროს ბოსტნეულის კუბიკების ნაცვლად. ბევრად ჯანსაღი და გემრიელია.

Loading...

რეგისტრაცია