ავტორი:
15 December 2017
0

დაშვებულია მეორე ფაზიდან და არის ერთი დღის ულუფა.

ინგრედიენტები:
  • 150 მლ წყალი
  • 2 ს/კ კარკადეს(ჰიბისკუსის) ყვავილები
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • დამატკბობელი გემოვნებით

მომზადების წესი:
150 მლ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კარკადეს ყვავილები და დაელოდეთ 5 წუთი. თუ უფრო თხელი კონსისტენციის კისელი გიყვართ, 200 მლ წყლით მოამზადეთ.

 ამის შემდეგ ყვავილები ამოიღეთ სითხიდანაყენი გადაწურეთ. ჭიქაში მოათავსეთ 1 ს/კ სიმინდის სახამებელი და დამატკბობელი, დაუმატეთ 2-3 ს/კ კარკადეს ნაყენი და კარგად მოურიეთ.

ცალკე ჭურჭელში არსებული  კარკადეს ნაყენი დადგით გაზზე. ოდნავ რომ გაცხელდება, დაუმატეთ სახამებლის ნარევი.

 მოურიეთ სწრაფად. სითხე დაიწყებს შესქელებას. როცა უკვე კარგად შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან. ჩაასხით ფინჯანში და გემრიელად მიირთვით.


რეგისტრაცია