ავტორი:
17 February 2017
3
  
მიირთვით მეორე ფაზიდან ცილა-ბოსტნეულის დღეს.

ინგრედიენტები:
  • 900 გრ ბულგარული წიწაკა
  • 450 გრამი საქონლის ფარში
  • 2 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1/2 ჩ/კ პილპილი
  • 2 ც ნიორი
  • 800 გრ პომიდვრის სოუსი(აუცილებლად უშაქრო) ან 800 მლ წყალში გაზავებული 3 ს/კ უშაქრო ტომატ-პასტა
  • ცოტა ქინძი

მომზადების წესი:
დაჭერით ხახვი წვრილად და მოშუშეთ ტაფაზე დაახლოებით 5 წუთი.
 

დაუმატეთ გრძლად დაჭრილი სტაფილო,დაახურეთ თავზე და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 3-5 წუთი. შემდეგ გადმოდგით და დააგრილეთ.
 

შეურიეთ ერთმანეთს სტაფილო და ხახვი,საქონლის ხორცის ფარში(შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ფარშიც), მარილი და პილპილი.
 
 
მოაჭერი თავი წიწალებს და გაასუფთავეთ თესლისგან.
 
თითოეული ამოავსეთ ფარშით.
 
მოათავსეთ ქვაბში და ზემოდან დაასხით პომიდვრის სოუსი ან წყალში გაზავებული ტომატ-პასტა.
 

 როცა მოიხარშება,ამოიღეთ თეფშზე და ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ქინძი ან ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!
   

Loading...

რეგისტრაცია