ავტორი:
16 February 2017
0

მიირთვით მეორე ფაზიდან ცილა- ბოსტნეულის დღეს

ინგრედიენტები:
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ს/კ რძე
  • მარილი,პილპილი
  • 1 პატარა ხახვი
  • 100 გრ სოკო
  • ისპანახი
  • 1/4 ჭიქა წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1/4 ჭიქა პომიდორი ჩერი
  • 1 ჩ/კ ოხრახუში
  • ცოტა ხაჭო ან დაბალცხიმიანი ყველი

მომზადების წესი:
ტაფას მოუსვით რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. მოუშეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,დაუმატეთ დაჭრილი სოკო და შეწვით დაახლოებით 5 წუთი.
დაუმატეთ ცოტა მარილი. ამოიღეთ ცალკე ჭურჭელში.

ათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად. დაუმატეთ მარილი და პილპილი. დაასხით ტაფაზე და დადგით დაბალ ცეცხლზე. 
 როცა ზედაპირი გამოშრება, კვერცხის შუაში მოათავსეთ სოკო და ბულგარული წიწაკა.
ასევე დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ისპანახი.
კვერცხი გადაახვიეთ ორივე მხრიდან.
 მოაყარეთ ზემოდან ხაჭო ან თუ გაქვთ დაბალი ცხიმიანობის მქონე ყველი და დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია