ავტორი:
08 February 2017
8

დუკანის დიეტა პირველ და მეორე ფაზაში, როცა ხდება წონის კლება, ითვალისწინებს მხოლოდ 100 სახეობის პროდუქტის მიღებას. პირველ ეტაპზე დასაშვებია მხოლოდ 72 სახეობის მაღალი კონცენტრაციის ცილოვანი საკვები, რომელთაც მეორე ეტაპზე ემატება 28 სახეობის ხილი და ბოსტნეული. წარმოგიდგენთ ამ პროდუქტების სიას. შესაძლებელია ზოგიერთი პროდუქტის დასახელება ცოტა გაუგებრობას იწვევდეს, რადგან ქართული და ფრანგული სამზარეულო გარკვეულწილად განსხვევდება ერთმანეთისგან, ამიტომ ძირითადი ორიენტაცია ჩვენთვის ნაცნობ პროდუქტებზე აიღეთ.


პირველ ეტაპზე დაშვებული საკვების სია:

 ძროხის უცხიმო ხორცი, ენა, ხბოს ღვიძლი და თირკმელები, უცხიმო ლორი, უცხიმო ბეკონი, კურდღლის ხორცი.





 ქათამი, წიწილა, ინდაურის უცხიმო ხორცი, სირაქლემა, ქათმის ღვიძლი, გარეული იხვი, მწყერი.





ვირთევზა, ხეკი, სამეფო დორადა, ატლანტიკის დიდთავა (Hoplostethus atlanticus), ხმალთევზა, პალტუსი, პალტუსი შებოლილი, პიქშა, საიდა, კამბალა, ღლაბუტა, ლავრაკი (ზღვის ქორჭილა),
სკუმბრია, ვირთევზა, კეფალი, სკაროსი, ბარაბული, სარდინი, ორაგული, ორაგული გამოყვანილი, ზღვის ენა (Solea solea), სურიმი (თევზის ფარში), თინუსი, თინუსი საკუთარ წვენში, ტიურბო (Psetta maxima).

 
ჩვეულებრივი ბუკცინუსი (Buccinum undatum), კალმარი, მოლუსკები, ცერასტოდერმა, ზღვის სავარცხელა, კიბორჩალა, კრევეტები, ნაცრისფერი კრევეტი, კრილი, ომარები, ხამანწკა, ლანგუსტი, ნორვეგიული ასთაკვი, ორსაგდულიანი მოლუსკები, ზღვის ზღარბი, რვაფეხა, მელანთევზა, კიბო.



  ვეგეტარიანული პროტეინები: ტოფუ (მზადდება სოიოს რძისგან)





 პირველ ფაზაში რძის პროდუქტები დასაშვებია 1%მდე ცხიმიანობის: ყველი, კრემ ყველი, რძე, უშაქრო იოგურტი(დანამატების გარეშე ან ხილის არომატით), მაწონი, ხაჭო,  არაჟანი, კეფირი. დღის განმავლობაში მიღებული რძის პროდუქტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 800 გრამს.




 ქათმის, მწყრის და იხვის კვერცხი.





გარდა ამ პროდუქტებისა, პირველ ფაზაში დაშვებულია მცირე რაოდენობით ხახვი, მწვანილები, მარილი და სუნელები, შაქრის შემცვლელი (ხელოვნური დამატკბობელი), უშაქრო ვანილი, 1 ცალი ლიმონის წვენი, კიტრის უშაქრო მწნილი 2-3 ცალი, 1 ჩ/კ გოჯის კენკრა, 1 ს/კ ხორბლის ქატო, 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი, 1 ს/კ უშაქრო ტომატ-პასტა. კონჯაკის შირატაკი დაშვებულია ულიმიტოდ.  




მეორე ეტაპზე დაშვებულია I ეტაპის პროდუქტები + ბოსტნეული

 არტიშოკი, სატაცური, ჭარხალი(არაუმეტეს 200 გრამისა დღეში), ბროკოლი, ყველა სახეობის კომბოსტო (ყვავილოვანი,წითელი,ბრიუსელის), სტაფილო (არაუმეტეს 200 გრამისა დღეში), მწვანილები, კიტრი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, ცერეცო, პალმის გული, სოკო, ხახვი, წიწაკა, გოგრა, ყველა სახის მწვანე სალათი, პომიდორი, ისპანახი, ვარდკაჭაჭა, რომაული სალათი, თალგამი, მჟაუნა, პრასი, ბოლოკი, ნებადართული ბოსტნეულის მარინადი,

რძის პროდუქტები შეგიძლიათ უკვე 2% ცხიმიანობის მიირთვათ.



 დუკანის დიეტის მეორე ფაზიდან დაშვებულია დამატებითი პროდუქტებიც. ჩამოთვლილი სიიდან შეგიძლიათ მიირთვათ 2 დამატებითი პროდუქტი, ხოლო მესამე ფაზის დროს- 3 პროდუქტი.
დუკანის დიეტაში დაშვებული დამატებითი პროდუქტებია:

 ზეთისხილი-  6 ცალი შავი ზეთისხილი ან 8 ცალი მწვანე ზეთისხილი.








100 გრ მარწყვი ან
100 გრ ჟოლო ან
100 გრ საზამთრო ან
100 გრ ფორთოხალი ან
100 გრ გრეიპფრუტი ან
100 გრ მოცხარი ან
2 ც მანდარინი


კიბორჩხალას ჩხირები- 0.1% ცხიმიანობის. არ უნდა შეიცავდეს არადუკანურ დანამატებს,როგორიცაა შაქარი,ცხიმი და კარტოფილის სახამებელი. მაქსიმუმ 8 ცალი დღეში.










პომიდვრის პასტა - უშაქროდ დამზადებული. პირველ ფაზაში და მეორე ფაზის ცილოვან დღეებში 1 ს/კ დღეში, ხოლო ცილა-ბოსტნეულის დღეს შეუზღუდავი რაოდენობით.










 სიმინდის სახამებელი: 1 ს/კ დღეში, მეორე ფაზიდან.








რძის ფხვნილი: 1.5%-მდე ცხიმიანობის - შედის რძის პროდუქტების დღიურ ნორმაში (ანუ დღის განმავლობაში მიღებული რძის პროდუქტების და რძის ფხვნილის რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 800 გრამს)










 ქათმის სოსისი- 100 გრ დღეში. პირველ ფაზაში 2%მდე ცხიმიანობის,მეორე ფაზაში 9%მდე ცხიმიანობის.
 არ უნდა შეიცავდეს არადუკანურ დანამატებს,როგორიცაა შაქარი, კანი, ცხიმი და კარტოფილის სახამებელი.








ღვინო დასაშვებია მხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად და არა დასალევად: 2 ს/კ დღეში








 
1 ბოთლი Actimel nature 0%











 1 ცალი მცირე ზომის ავოკადო (100 გრ)









 უშაქრო კარამელები და საღეჭი რეზინი მაქსიმუმ 10 ცალი დღეში.












     

  
 არაჟანი 4%-მდე ცხიმიანობის 2 ს/კ.










 
 კაკაო 21% ცხიმიანობის 1 ს/კ.
 11%-მდე ცხიმიანობის 2 ს/კ.
 დუკანური კაკაო 1% ცხიმიანობის დაშვებულია ულიმიტოდ.





   
                        
  70% ცხიმიანობის შოკოლადი 3 პატარა ნატეხი ან 2 საშუალო ზომის ნატეხი.








 
  2 საშუალო ზომის ჭიქა ან 1 დიდი ჭიქა ქოქოსის წყალი.












               
 
 ქოქოსის რძე 3 ს/კ








  
  ქოქოსის კრემი 2 ს/კ



















 ხორბლის ფქვილი 1ს/კ








 



 სოიოს ფქვილი 2 ს/კ (30გრ)










    

ხორბლის გლუტენი 50 გრ













 
 სეზამის, ჩიას,სელის ან მზესუმზირას მარცვლები: 1 ს/კ












 
სოიოს რძე 2 ჭიქა (300 მლ)
 








 ტემპე (სოიოს პროდუქტი) 50 გრ.















  სოიოს პროტეინი: 50 გრ.

რეგისტრაცია