მოხარშული კვერცხი თინუსით
თუ ნაკლებ მწვანილებს და მწვანე ხახვს გამოიყენებთ, შეგიძლიათ მიირთვათ პირველი ფაზიდან
გაითვალისწინეთ, რომ ეს არის 4 დღის ულუფა
ინგრედიენტები:
8 ც. კვერცხი
3-4 ს/კ კრემ-ხაჭო
1/2 ჩ/კ მდოგვი
1 ჩ/კ პაპრიკა
1 ც კიტრის მწნილი
1 ჩ/კ მწვანე ხახვი
1 ჩ/კ ოხრახუში
200 გრ თინუსის კონსერვი(თავის წვენში და არა ტომატში)
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
კარგად მოხარშეთ კვერცხი და გაჭერით შუაზე.
დაუმატეთ კრემ-ხაჭო და იოგურტი და კარგად აურიეთ.
დაუმატეთ მდოგვი,პაპრიკა,მარილი,პილპილიდა წვრილად დაჭრილი კიტრი,მწვანე ხახვი,ოხრახუში.
დაუმატეთ თინუსის კონსერვი.
აურიეთ კარგად.
ეს მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და ამოავსეთ კვერცხის ცილა. შეგიძლიათ ეს კოვზითაც გააკეთოთ.
გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
მოხარშული კვერცხი თინუსით