ავტორი:
16 February 2017
7
 სელის თესლი შეიცავს მაღალი ბიოლოგიური აქტივობის ცილას რომლიც თავისი შემადგენლობით ადამიანის ორგანიზმის იდეალური ცილის ტოლფასია.
იგი ცხიმოვანი მჟავების ომეგა-3 ომეგა 6 და ომეგა-9 ყველაზე მდიდარი მცენარეული წყაროა. ეს ის მნიშვნელოვანი მჟავებიარომლებსაც ჩვენი ორგანიზმი თვითონ ვერ აწარმოებს. მათი მიღება ხდება საკვებთან ერთად. 
ომეგა-3–ის შემცველობა სელის თესლში 2-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე თევზის ქონში. ასევე სელის თესლი შეიცავს
ვიტამინებსD, E, B2, B3, B4, B5, B6, B9, ტოკოფეროლებსბეტა-კაროტინსმინერალებსმაკრო და მიკროელემენტებსკალიუმსკალციუმსმაგნიუმსრკინასმანგანუმსსპილენძსქრომსსელენს
ალუმინსნიკელსიოდსბორს და თუთიას

სელის თესლი წარმოადგენს ლიგნანების უმდიდრეს წყაროსლიგნანები აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას 
კონცეროგენეზის სხვადასხვა ეტაპზე. სელის თესლში შემავალ ლიგნანებს აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებიამის გამოისინი რეკომენდირებულია 
ათეროსკლეროზითა და გულის უკმარისობით  დაავადებულთა სამკურნალოდ
საკვებში მათი გამოყენება ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, დაბლა წევს არტერიულ წნევას, მცირდება არითმიების,
გულის სარქველებთან დაკავშირებული დაზიანებების წარმოქმნის ალბათობა. 

სელის თესლი შეიცავს ბოჭკოვან ნივთიერებებს,რაც ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის.
სელის თესლის ხშირი გამოყენება აძლიერებს ინსულინის მოქმედებას და იცავს ორგანიზმს დიაბეტის წარმოქმნისა და განვითარებისაგან.

სელის თესლი უზრუნველყოფს ნორმალურ, ჯანმრთელ კანსა და თმს. აფერხებს მათ ასაკობრივი ცვლილებებს, ხელს უწყობს
"ახალგაზრდული კანის" დაბრუნებას. ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების წვას.

წყლის შეკავება ორგანიზმში გამოვლინდება შეშუპების სახით ზედმეტი წონის, პოსტკლიმაქტერული პერიოდის,გულსისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში. ასეთ დროს გაძნელებულია თირკმლის მიერ ნატრიუმისა და წყლის გამოყოფა.
სელის თესლის ხშირი გამოყენება ხელს უწყობს თირკმლის ნორმალურ მუშაობას.
სელის თესლი გამოიყენება ყველა სახის ცივი კერძების, ნებისმიერი ბოსტნეულის სალათის მოსამზადებლად. სელის თესლი შეიძლება დაემატოს ფაფებსძალიან სასარგებლოა მისი მიღება ხაჭოსთან, მწვანილთან,არაჟანთან. სელის თესლი შეიძლება მიიღო რძესთან,იოგურტთან და კეფირთან ერთად.
შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გამომცხვარ ბლინებს,ფუნთუშებს და პურს. 
დუკანის დიეტის პირველ ფაზაზე შეგიძლიათ მიიღოთ 1 ჩ/კ დღეში, მეორე ფაზაზე კი 2 ჩ/კ დღეში.

ტეგები:
სელის თესლი
რეგისტრაცია