ავტორი:
04 December 2017
0
 
დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 2 დღის ულუფა

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:
4 ს/კ შვრიის ქატო
3 კვერცხი
3 ს/კ მაწონი(მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
6 ს/კ რძის ფხვნილი(მაქსიმუმ 1.5% ცხიმიანობის)
2 ჩ/კ ხსნადი ყავა
1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
შაქრის შემცვლელი გემოვნებით

კრემი:
300 მლ რძე
2 ს/კ რძის ფხვნილი
1 ჩ/კ ყავა
1 ჩ/კ კაკაო(მაქსიმუმ 11% ცხიმიანობის)

მომზადების წესი:
 კვერცხის გულები და ცილა განაცალკევეთ. გულებს დაუმატეთ მაწონი, შვრიის ქატო, რძის ფხვნილი, გამაფხვიერებელი, ხსნადი ყავა და შაქრის შემცვლელელი დამატკბობელი (მე გამოვიყენე 7 აბი დამატკბობელი). ცილები მიქსერით ათქვიფეთ ცალკე, სანამ თეთრ ფაფუკ მასას მიიღებთ. შემდეგ კოვზის დახმარებით ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხის გულებს და დანარჩენ ინგრედიენტებს.
 
მიღებული ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი.

 ბისკვიტი სანამ გაგრილდება,მოამზადეთ კრემი.  რძე დადგით ცეცხლზე. ცალკე ჭურჭელში 2 ს/კ სიმინდის სახამებელს დაუმატეთ  დამატკბობელი და 4 ს/კ შემთბარი რძე. კარგად აურიეთ ერთმანეთში.


  გაზზე მოთავსებული რძე ადუღებას რომ დააპირებს, რძის და სახამებლის ნარევი დაუმატეთ და მოურიეთ სწრაფად. კრემი უცებ დაიწყებს გასქელებას. სანამ ადუღდება გადმოდგით და გააგრილეთ.
 რომ შეგრილდა გავყავი სამ ნაწილად. ერთს დავუმატე ხსნადი ყავა, მეორეს ვანილი, მესამეს 1 ჩ/კ კაკაო. კრემი მზადაა. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის კრემითაც მოამზადოთ.
 ბისკვიტი გაჭერით შუაზე და წაუსვით ყავის კრემი.

 ზემოდან დაადეთ ბისკვიტის მეორე ფენა. თეთრი კრემი წაუსვით ზემოდანაც და გვერდებზეც.  სულ ბოლოს წაუსვით კაკაოს კრემი.

 
უგემრიელესია!  
გემრიელად მიირთვით!
 

რეგისტრაცია