ავტორი:
30 November 2017
3

დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 2 დღის ულუფა


ინგრედიენტები მარმელადისთვის
  • 400 მლ წყალი
  • 3 ს/კ ჩაი კარკადე (ჰიბისკუსი)
  • 6 ჩ/კ ჟელატინი
  • შაქრის შემცვლელი გემოვნებით
ინგრედიენტები შოკოლადისთვის:
  • 3 ს/კ რძის ფხვნილი (მაქსიმუმ 1.5 % ცხიმიანობის)
  • 2 ჩ/კ კაკაო ( მაქსიმუმ 11% ცხიმიანობის)
  • 70 მლ რძე ( მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
  • შაქრის შემცვლელი გემოვნებით
  • 1 ს/კ ჟელატინი
  • ცოტა ვანილი

მომზადების წესი:
 პირველ რიგში მოამზადეთ მარმელადი ამ რეცეპტით: დუკანური მარმელადი  
მაგრამ ბოლოს სახამებელში არ ამოავლოთ. მარმელადი მომზადების შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად.

 მოამზადეთ დუკანური შოკოლადი ამ რეცეპტით: დუკანური შოკოლადი  მაგრამ მაცივარში არ მოათავსოთ.
აიღეთ მარმელადები სათითაოდ, მოათავსეთ შოკოლადიან ჯამში, ამოავლეთ და მოათავსეთ ნებისმიერ ჭურჭელზე ან სილიკონის ფორმაზე. ეცადეთ ამოავლოთ სწრაფად,თორემ შოკოლადის მასა მალე დაიწყებს გამყარებას.
 თუ ვერ მოასწარით და შოკოლადმა გამყარება დაიწყო, ამ შემთხვევაში მარმელადის ამოვლება ძნელი ხდება. ამიტომ შოკოლადიანი ჭურჭელი გაზზე მოათავსეთ რამდენიმე წამით, მასა გათხელდება და მარმელადსაც უპრობლემოდ ამოავლებთ.


  შედგით მაცივარში მინიმუმ 1 საათით. როცა გამყარდება, შოკოლადიანი მარმელადიც მზადაა. დამიჯერეთ, უგემრიელესია!
 
 

რეგისტრაცია