ავტორი:
15 February 2017
0
 ინგრედიენტები:
  •  2 ჭიქა დაბალცხიმიანი რძე
  •  3 ჩ/კ ჰიბისკუსის(კარკადეს ჩაი) გამომშრალი ყვავილები
  •  2 ს/კ დამატკბობელი
  •  1 ც კვერცხი
  •  1/4 ჭიქა სიმინდის სახამებელი(4 ს/კ)

მომზადების წესი:
აადუღეთ რძე. დაუმატეთ ჰიბისკუსის გამომშრალი ყვავილები. გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ 10 წუთი. ამოიღეთ ყვავილები რძიდან.
ქვაბში აურიეთ ერთმანეთს კვერცხი, სიმინდის სახამებელი,დამატკბობელი. დაუმატეთ რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ განუწყვეტლივ. მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ უფრო დაუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ მორევა 3 წუთის განმავლობაში.
გადმოდგით ცეცხლიდან, გადაანაწილეთ ჭურჭლებში. ჯერ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით, შემდეგ მოათავსეთ მაცივარში 3 საათი.
გემრიელად მიირთვით!
ეს არის მინიმუმ 4 დღის ულუფა,რადგან სახამებელი დღეში 1 ს/კ არის დაშვებული.

აი ასეთია ჰიბისკუსის ანუ კარკადეს ჩაი
 

რეგისტრაცია