ავტორი:
28 November 2017
0

დაშვებულია მეორე ფაზიდან და არის მინიმუმ 1 დღის ულუფა. თ უ სიმინდის სახამებლის გარეშე მოამზადებთ, შეგიძლიათ პირველივე ფაზიდან მიირთვათ. 

ინგრედიენტები:
  • 400 მლ წყალი
  • 3 ს/კ ჩაი კარკადე (ჰიბისკუსი)
  • 6 ჩ/კ ჟელატინი
  • შაქრის შემცვლელი გემოვნებით
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი ან ხელოვნური დამატკბობელი ფხვნილის სახით

მომზადების წესი:
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კარკადეს გამომშრალი ყვავილები, დაახურეთ ჭურჭელს თავზე და დაელოდეთ 5 წუთი.


5 წუთის შემდეგ ყვავილები ამოიღეთ წყლიდან. მიღებული ნაყენი დადგით გაზზე და შეაცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ. დაუმატეთ შაქრის შემცვლელი ( მე დავუმატე 6 აბი შაქრის შემცვლელი) და ჟელატინი. დაელოდეთ 5 წუთი რომ ჟელატინი გაფუვდეს და შემდეგ მოურიეთ კარგად, სანამ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნება. ჩაასხით კონტეინერში და შედგით მაცივარში გამყარებამდე. მე მთელი ღამით მოვათავსე მაცივარში.

მაცივრიდან გამოღების შემდეგ უკვე გამყარებული მასა დაჭერით პატარა ნაჭრებად. შეგიძლიათ პირდაპირ ასეც მიირთვათ.


ან ცალკე ჭურჭელში მარმელადთან ერთად მოათავსეთ 1 ს/კ შაქრის შემცვლელი ფხვნილი, ან ერთმანეთში შერეული სიმინდის სახამებელი და 4 ცალი დაფხვნილი შაქრის შემცვლელი აბი.

 დაახურეთ თავზე ჭურჭელს და შეანჯღრიეთ. დუკანური მარმელადი მზადაა. აქვს დაახლოებით ალუბლის მარმელადის გემო.

 გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია