ავტორი:
27 November 2017
2

პირველ ფაზაში და მეორე ფაზის ცილოვან დღეებში მოამზადეთ სტაფილოს გარეშე. ცილა ბოსტნეულის დღეებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სტაფილო 

ინგრედიენტები:
  • 400 გრ ქათმის კანგაცლილი ხორცი ან ფილე
  • 1 ც სტაფილო (ცილა ბოსტნეულის დღისთვის)
  • 1 ც ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • ცოტა ქინძი და ოხრახუში
  • დაფნის ფოთოლი
  • 15 გრ ჟელატინი
  • მარილი

მომზადების წესი:
 პირველ რიგში მოათავსეთ ქათმის ხორცი წყალში და დადგით გაზზე. რომ წამოდუღდება, ნახარში გადაღვარეთ და წყალი გამოუცვალეთ. ასე გაიმეორეთ
2 ჯერ. ამის შემდეგ დაუმატეთ შუაზე გაჭრილი ხახვი და სტაფილო, გარჩეული ნიორი, დაფნის ფოთოლი და მწვანილის ღეროები, მარილი გემოვნებით. დაელოდეთ, სანამ ხორცი კარგად მოიხარშება.
 ბულიონიდან ამოიღეთ ხორცი და ბოსტნეული და ყველაფერი შეინახეთ ცალ-ცალკე.
 დაახლოებით 200 მლ ცხელ ქათმის ნახარშს დაუმატეთ ჟელატინი. დაელოდეთ დაახლოებით 5-10 წუთი რომ ჟელატინი გაფუვდეს და შემდეგ მოურიეთ კარგად, სანამ გაიხსნება.
 ქათმის ხორცი დაწეწეთ ან დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოათავსეთ ჭურჭელში.
 ნახარშიდან ამოღებული სტაფილო დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოათავსეთ ქათმის ხორცის ზემოდან.
 ბოლოს ამ ყველაფერს დაასხით ჟელატინიანი ხორცის ნახარში.
 მოათავსეთ მაცივარში 4-5 საათით. როცა გამყარდება, ხალადეცი/ლაბა მზადაა. გემრიელად მიირთვით!
გაითვალისწინეთ, რომ ცილოვან დღეებში უნდა მოამზადოთ სტაფილოს გარეშე.

რეგისტრაცია