ავტორი:
15 February 2017
2
მიირთვით მეორე ფაზიდან ცილა-ბოსტნეულის დღეს

ინგრედიენტები:
  • 1 ცალი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1/2 ჭიქა დაბალცხიმიანი ყველი(თუ ყველი არ გაქვთ, შეგიძლიათ ხაჭოთი ჩაანაცვლოთ ან საერთოდ ამოიღოთ რეცეპტიდან)
  • სუნელები თქვენი გემოვნებით
  • მარილი 1/2 ჩ/კ
  • 1 კვერცხი
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 260˚C-ზე. ყვავილოვანი კომბოსტო დაჭერით და დააბლენდერეთ. ჩაყარეთ ჯამში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 4 წუთით.
დააცადეთ გაგრილდეს, შემდეგ გაახვიეთ ნაჭერში და გაწურეთ. გაწურულ კომბოსტოს შეურიეთ ყველი, სუნელები,მარილი და კვერცხი. კარგად აურიეთ.
საცხობ ქაღალდზე გადაიტანეთ მასა და გააბრტყელეთ. მიეცით მრგვალი ფორმა. გამოაცხეთ დაახლოებით 15 წუთი,სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. გამოიღეთ და მოათავსეთ ზემოდან თქვენთვის სასურველი სოუსი და დუკანის დიეტის დროს დაშვებული ინგრედიენტები.
გამოაცხეთ კიდევ 5-7 წუთი. გემრიელად მიირთვით!

ვიდეო ინსტრუქცია:

 

Loading...

რეგისტრაცია