ავტორი:
14 February 2017
1

მიირთვით მეორე ფაზიდან ცილა-ბოსტნეულის დღეს

ინგრედიენტები:
  • 4 ცალი ყაბაყი
  • ცოტა ზეითუნის ზეთი 
  • პილპილი და მარილი გემოვნებით
  • 400 გრ ძროხის ხორცი ან ქათმის ფილე
  • 1/2 ხახვი 
  • 1/2 მწვანე და 1/1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 100 გრ ქამა სოკო  
  • უცხიმო ყველი
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 200˚C-ზე. ყაბაყი გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გულები. დაალაგეთ საცხობ ტაფაზე.მოასხით ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთი,მოაყარეთ მარილი და პილპილი.
 
გამოაცხეთ 20 წუთი. სანამ ყაბაყი იწვება, ტეფალის ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე. შეწვით წვრილად დაჭრილი ძროხის ან ქათმის ხორცი. თუ ასეთი ტაფა არ გაქვთ,შეგიძლიათ ხორცი მოხარშოთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. როცა შეიწვება(ან მოიხარშება) ამოიღეთ ჯამში.

 მოხრაკეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი.
 
5 წუთში დაუმატეთ გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და სოკო. მოშუშეთ 5 წუთი.
 
ჩააბრუნეთ ხორცი ტაფაში 1-2 წუთით.
 
 
მოათავსეთ ხორცი და ბოსტნეული ყაბაყის "ნავებში". თუ დაბალცხიმიანი ყველი გაქვთ,მოაყარეთ ზემოდან. თუ არ გაქვთ, ყველის გარეშეც გემრიელია.
 
შედგით ღუმელში 5 წუთი. გამოიღეთ ღუმელიდან და  გემრიელად მიირთვით!
 

იხილეთ ვიდეოც: 
იმდენ ზეთს ნუ გამოიყენებთ,რამდენიც ვიდეოშია.

 

Loading...

რეგისტრაცია