ავტორი:
14 February 2017
1

შეგიძლიათ მიირთვათ პირველივე ფაზიდან.

ინგრედიენტები:
  • რძე - 250 მლ
  • ყავა - 250 მლ
  • ჟელატინი - 15 გრ
  • ვანილი 1/2 ჩ/კ
  • დამატკბობელი გემოვნებით
  • წყალი 3 ს/კ
მომზადების წესი:
ჟელატინს დაასხით 3 ს/კ ცივი წყალი. დატოვეთ 10-12 წუთით, შემდეგ კი წყლის ორთქლზე დადგით. არ მიიყვანოთ ადუღებამდე,ასე ჟელატინი დაკარგავს თავის ფუნქციას. როცა მასა გახდება თხევადი, გადმოდგით წყლის ორთქლიდან. დაელოდეთ შეგრილდეს.
მოამზადეთ ყავა: 250 მლ ცხელ წყალს შეურიეთ 1 ს/კ ხსნადი ყავა და დამატკბობელი.
გაათბეთ რძე(ძალიან ცხელი არ უნდა იყოს ) ვანილთან და დამატკბობელთან ერთად. დაუმატეთ ჟელატინის ნახევარი და მოურიეთ სწრაფად,იქამდე,სანამ ჟელატინი გაიხსნება ბოლომდე.
დარჩენილი ჟელატინი შეურიეთ ყავას და მოურიეთ. დროა ჟელე ჭიქებში ჩავასხათ.
აიღეთ ორი 250-300 მლ მოცულობის ჭიქა. ერთში ჩაასხით რძე , მეორეში კი ყავა (3-4 სმ სიმაღლეზე).  შედგით საყინულეში 10-15 წუთით. გამოიღეთ მაცივრიდან და რომელშიც რძე ესხა დაასხით ყავა, და რომელშიც ყავა იყო ,დაასხით რძე. შედგით ისევ საყინულეში. ასე გააგრძელეთ მანამ,სანამ ჟელატინიანი რძე და ყავა არ ამოგეწურებათ. უფრო მარტივი იქნება თუ ნახევარ ჭიქას მთლიანად გაავსებთ ჟელატინიანი რძით, გამოღების შემდეგ კი დაუმატებთ ნახევარ ჭიქა ჟელატინიან ყავას მთლიანად.  
საბოლოოდ ჟელატინიანი მასის მთლიანად გამაგრებას დასჭირდება დაახლოებით 3-4 საათი.
ზემოდან შეგიძლიათ კაკაო მოაყაროთ.
გემრიელად მიირთვით.
 

რეგისტრაცია