ავტორი:
21 November 2017
0

დაშვებულია მეორე ფაზიდან და არის მინიმუმ ერთი დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 1 შეკვრა ხაჭო (180გრ) 2%მდე ცხიმიანობის
  • 2 კვერცხი
  • 1 ს/კ რძის ფხვნილი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2 ს/კ შვრიის ქატო
  • შაქრის შემცვლელი გემოვნებით
  • ცოტა ვანილი
  • გამაფხვიერებელი 1/3 ჩ/კ

მომზადების წესი:

ხაჭო დააბლენდერეთ კარგად. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად შეურიეთ ერთმანეთს ხელის სათქვეფით. მიღებული მასა ჩაასხით საცხობ ფორმებში და შდგით 160-170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მომზადებას სჭირდება დაახლოებით 30 წუთი. გამოცხობის შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან და გააგრილეთ. გაითვალისწინეთ, რომ გული ოდნავ სველი რჩება, მაგრამ ძალიან გემრიელია!

რეგისტრაცია