ავტორი:
20 July 2017
0
 
დაშვებულია მეორე ფაზიდან.  ეს არის 1 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ შვრიის ქატო
  • 1 ს/კ ხორბლის ქატო
  • 5 ს/კ დამატკბობელი( ან 5  აბი დაფხვნილი დამატკბობელი)
  • 3 ს/კ დაბალცხიმიანი რძის ფხვნილი
  • 1 ჩ/კ უცხიმო კაკაო
  • 1,5 ს/კ კრემ-ხაჭო
  • 1 ს/კ წყალი

მომზადების წესი:
შეურიეთ შვრიის ქატო, ხორბლის ქატო, 1 ს/კ რძის ფხვნილი, 3 კოვზი დამატკბობელი და დაახლოებით 1 ს/კ წყალი ერთმანეთს. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ყალიბზე ან ნებისმიერ ჩაღრმავებულ ჭურჭელზე მოათავსეთ საკვების შესაფუთი ქაღალდი.
გადაანაწილეთ ყალიბზე ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. შედგით მაცივარში 30 წუთით.

შურიეთ კაკაო, 2 ს/კ რძის ფხვნილი, 2 ს/კ დამატკბობელი, 1,5 ს/კ კრემ-ხაჭო. თუ ძალიან სქელი მასა გამოვიდა, დაუმატეთ 1-2 ს/კ წყალი. უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის. გადაანაწილეთ მიღებული მასა გაყინულ შვრიის ქატოზე. შედგით საყინულეში ნახევარი საათით.
დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ კონტეინერიდან.
გემრიელად მიირთვით.

  

რეგისტრაცია