ავტორი:
18 November 2017
0

დაშვებულია პირველივე ფაზიდან

ინგრედიენტები:
  • 180-200 გრამი 2%-მდე ცხიმიანობის ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • ნახევარი ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჩ/კ რძე 2%-მდე ცხიმიანობის
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ხაჭო, კვერცხი, მარილი, რძე და სოდა კარგად აურიეთ ერთმანეთს. შეგიძლიათ დაუმატოთ სუნელებიც, წვრილად დაჭრილი უცხიმო ლორი, მწვანილები...
 გაზზე დადგით წყლიანი ქვაბი. ქვაბის ზემოდან მოათავსეთ ჯამი, რომელშიც ხაჭო და სხვა დანარჩენი ინგრედიენტებია.

მოურიეთ ხშირად, სანამ ერთიან მასას მიიღებთ. დაახლოებით 5-7 წუთია საჭირო. ამის შემდეგ მიღებული მასა გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ შეაგრილეთ და დააბლენდერეთ. მოათავსეთ ჭურჭელში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.


 გემრიელად მიირთვით დუკანურ პურთან ერთად!

რეგისტრაცია