ავტორი:
14 February 2017
6

მიირთვით პირველი ფაზიდან(პირველ ფაზაში სახამებლის გარეშე)

ინგრედიენტები:
  • 500 მლ მაწონი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი(თუ პირველ ფაზაში ხართ სახამებლის ნაცვლად გამოიყენეთ შვრიის ქატო 1,5 ს/კ)
  • ცოტა კამა
  • ნახევარი ხახვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ძმარი 1 ს/კ
მომზადების წესი:
ქვაბში ჩაასხით მაწონი და წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე. სიმინდის სახამებელს (ან შვრიის ქატოს) დაასხით 2-3 ს/კ ადუღებული წყალი, კარგად გახსენით და ქვაბში ჩაასხით. მოურიეთ კარგად. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
ქვაბში ჩაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და მოშუშული ხახვი, სწრაფად მოურიეთ. წამოადუღეთ, დაამატეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი კამა. ბოლოს კი ძმარი.
პ.ს. თუ პირველ ფაზაში ხართ, ხახვი და კამა გამოიყენეთ მცირე რაოდენობით!
გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია