ავტორი:
13 February 2017
1

მიირთვით მეორე ფაზიდან. 

ინგრედიენტები:
  • 20 გრ სიმინდის სახამებელი
  • 30 გრ რძის ფხვნილი(მაქსიმუმ 1,5%იანი ცხიმიანობის)
  • 5 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 ც კვერცხი
  • 50 გრ დაბალცხიმიანი კრემ-ხაჭო,იოგურტი ან კეფირი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი კრემ-ხაჭოსთან, იოგურტთან ან მაწონთან ერთად. დაიმატეთ წინასწარ ერთმანეთში შერეული მშრალი ინგრედიენტები(სახამებელი,რძის ფხვნილი,გამაფხვიერებელი და მარილი).ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ ერთმანეთში და დატოვეთ ცომი 5-10 წუთით.
პერგამენტის ქაღალდზე დადეთ 15 სმ დიამეტრის მქონე ცომის წრეები. დარწმუნდით რომ ერთმანეთისგან დაშორებულია, რადგან ცხობის დროს ცომი მოცულობაში გაიზრდება. გამოაცხეთ 180°С-ზე დაახლოებით 20 წუთით.
გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და დატოვეთ ცოტა ხნით. გაგრილებული გაჭერით შუაზე და მოათავსეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი.
გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია