ავტორი:
29 October 2017
3
I რეცეპტი

დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 1 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 1 ჩ/კ კაკაო (მაქსიმუმ 11% ცხიმიანობის)
  • 1,5 ს/კ კრემხაჭო (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
  • 2 ს/კ რძის ფხვნილი (მაქსიმუმ 1,5 % ცხიმიანობის)
  • 3-4 აბი დამატკბობელი
  • 1-2 ს/კ რძე (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)

მომზადების წესი:
კაკაო, კრემხაჭო, რძის ფხვნილი და დაფხვნილი დამატკბობელი შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ 1-2 ს/კ რძე. უნდა გამოვიდეს არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი. მოათავსეთ ჭურჭელში და შედგით მაცივარში. უგემრიელესია დუკანურ ბლინებთან ერთად.




II რეცეპტი

დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 1 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 1 ც კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ კაკაო (მაქსიმუმ 11% ცხიმიანობის)
  • 2-3 აბი დამატკბობელი
  • უშაქრო ვანილი
  • 3 ს/კ რძე (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
მომზადების წესი:
კვერცხის გული ათქვიფეთ რძესთან ერთად. დაუმატეთ დაფხვნილი დამატკბობელი, ვანილი და კაკაო.
ცოტა ხნით მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. 1-2 წუთი ურიეთ განუწყვეტლივ. მასა გასქელებას დაიწყებს. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაასხით ჭურჭელში და შედგით მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია