ავტორი:
12 February 2017
0

მიირთვით მეორე ფაზიდან ცილა-ბოსტნეულის დღეს

ინგრედიენტები:
  • 1 ცალი ყაბაყი
  • 1 ცალი ხახვი
  • 50 გრამი დაბალცხიმიანი ყველი
  • 4 ცალი კვერცხი 
  • 1 ც ნიორი
  • ხმელი ქონდარი
  • მარილი,პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დჭრილი ხახვი  და ნიორი, გამხმარი ქონდარი. დაჭერით ყაბაყი წვრილად და მოათავსეთ ტაფაზე. 
ათქვიფეთ კვერცხი 40 გრამ გახეხილ ყველთან ერთად.დაამატეთ მარილი და პილპილი. დაასხით ათქვეფილი კვერცხი ტაფაზე ბოსტნეულს და კარგად მოურიეთ. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი. შედგით ღუმელში 15- 20 წუთით 180 ° C-ზე.
გემრიელად მიირთვით! 
ულუფა გადაანაწილეთ ორ დღეზე ან გამოიყენეთ 2 კვერცხის გული და 4 ცილა

ტეგები:
ფრიტატა
რეგისტრაცია